ეს არის პირადად ივანიშვილის თავდასხმა ტელევიზიაზე - ელენე ხოშტარია პროკურატურაზე

11.03.21 15:23
ეს არის პირადად ივანიშვილის თავდასხმა ტელევიზიაზე - ელენე ხოშტარია პროკურატურაზე

,,დროა"- ს ლიდერი, ელენე ხოშტარია, მიიჩნევს, რომ პროკურატურის განცხადება ტვ პირველიდან საგამოძიებო მასალის ამოღების შესახებ არის სახელმწიფოს მორიგი ნაბიჯი დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე.

ეს არის წარმოუდგენელი უკანონობა და თავდასხმა საერთოდ სახელმწიფოზე და ბიძინა ივანიშვილის პირადი თავდასხმა ტელევიზიაზე. იმის ნაცვლად, რომ პროკურატურა ივანიშვილს, ღარიბაშვილსა და ჩუბინიძეს კითხავდეს, გადმოვიდნენ პირდაპირ შურისძიებაზე. ეს არ გაუვათ. თუ შევეჩვიეთ, რომ ტელევიზიაში შევარდება სპეცრაზმი და თუ ძალით ჟურნალისტისთვის  ინფორმაციის წართმევაზე გადავედით,  აღარ არსებობს ეს სახელმწიფო. ის, რაც მოხდა მელიას შემთხვევაში, მანდაც ხაზი გადაესვა სახელმწიფოს, შემდეგი ხარისხობრივად უფრო კატასტროფული ნაბიჯი დიქტატურისკენ, ეს არის ტელევიზიაში შევარდნა - აცხადებს ელენე ხოშტარია.

საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საგამოძიებო უწყება ტვ პირველში შესვლასა და  მასალების ამოღებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები