ხელისუფლების მთავარი პრობლემაა იმის გარკვევა, ვინ გაიტანა ,,ოცნებიდან" ჩანაწერები - ეკა გიგაური

11.03.21 15:54
ხელისუფლების მთავარი პრობლემაა იმის გარკვევა, ვინ გაიტანა ,,ოცნებიდან" ჩანაწერები - ეკა გიგაური

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელ მდივანს მიაჩნია, რომ ხელისუფლება დღევანდელი გადაწყვეტილებით თავისუფალ მედიას პრობლემებს უქმნის. ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ ,,ქართული ოცნების" ინტერესის საგანს არა სიმართლის, არამედ წყაროს დადგენაა.

მოსალოდნელი იყო, რომ პრობლემებს თავისუფალ მედიას შეუქმნიდნენ, ცხადია, ავთენტურობა დასადგენია, თუ ეს არის გამოძიების მიზანი, აქ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ მიზანი გამოძიების შესაძლოა იყოს, დაადგინოს წყარო. ვერც მედია და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ ვიმუშავებთ, თუ  წყაროს ეცოდინება, რომ გამოძიების მთავარი მიზანი მათი ვინაობის გაგება და არა სიმართლის გარკვევა იქნება. იმედი მაქვს, გამოძიება არ გამოიყენებს ძალას იმისთვის, რომ შევარდეს ტელევიზიაში და ვფიქრობ, ,,ქართული ოცნების" მთავარი პრობლემაა იმის გარკვევა, ვინ გაიტანა ,,ოცნებიდან" ჩანაწერები - აცხადებს ეკა გიგაური.