საქართველოს პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ ტვ პირველი გამოძიებასთან ითანამშრომლებს

11.03.21 16:25
საქართველოს პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ ტვ პირველი გამოძიებასთან ითანამშრომლებს

საქართველოს გენპროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც იმედს გამოთქვამს, რომ ტვ პირველი ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

მნიშვნელოვანია, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ, არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი, თუმცა საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ,,ტელეკომპანია პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს. ,,ტვ პირველს“ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, მათთვის მისაღებ დროს, პროკურატურაში წარმოადგინონ მათთვის ხელთ არსებული ფარული ჩანაწერები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, მიუხედავად მათ მიერ გაჟღერებული პოზიციისა სასამართლოს განჩინების შინაარსთან დაკავშირებით - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
 

დილას შოთაძის უწყებამ ტვ პირველს წერილობით მიმართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე პროკურატურა ტვ პირველში შესვლასა და საგამოძიებო მასალების ამოღებას გეგმავდა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად,  წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ძალოვან უწყებას პროპორციული ძალის გამოყენების უფლება გააჩნდა.