მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, მოახდინოს სწრაფი რეაგირება - ვახტანგ წერეთელი

11.03.21 17:21
მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, მოახდინოს სწრაფი რეაგირება - ვახტანგ წერეთელი

ტვ პირველის დირექტორი ვატო წერეთელი ტელევიზიის ირგვლივ დაწყებულ მოვლენებზე რეაგირებისკენ დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს.

მინდა, მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ შეაჩერებთ და მინდა, მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაქცია, რადგან დღეს უკვე სასამართლოს დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას დღეს შეუძლია, შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანიაში", — განაცხადა ვახტანგ წერეთელმა ტელევიზიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

ტვ პირველში დღეს პრეს-კონფერენცია გაიმართა, სადაც  პროკურატურის დღევანდელ განცახადებებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის პოზიცია დააფიქსირეს.