ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ, ვერც გააჩუმებთ და ვერც დაიმონებთ - ხაბეიშვილი დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმას ეხმიანება

ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ, ვერც გააჩუმებთ და ვერც დაიმონებთ - ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დმანისის ყოფილ მერზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას საგანგებო განცხადებით ეხმიანება.
ლევან ხაბეიშვილი გიორგი ტატუაშვილის მიერ ოკმელაშვილსა და მენაბდიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი კრიმინალური დაჯგუფების "ბოსები" არიან.
ხაბეიშვილის თქმით, ეს ბანდ-ფორმირება 2024 წლისთვის ემზადება და რუსული პარტიის მთავარ მესიჯს ახმოვანებს.
დმანისის ყოფილ მერს, ოპოზიციონერ გიორგი ტატუაშვილს, რუსული პარტიის ბანდ-ფორმირება თავს დაესხა და მისი ფიზიკური ლიკვიდაცია განიზრახა.
ოკმელაშვილი და მენაბდიშვილი არიან ამ კრიმინალური დაჯგუფების "ბოსები", რომლებიც 2020 წელსა და 2021 წელს, იგივე კრიმინალური მოქმედებებით აკეთებდა რუსული პარტიის საქმეს.
ეს ბანდ-ფორმირება, როგორც ჩანს იწყებს მოქმედებას 2024 წლისთვის და ახმოვანებს რუსული პარტიის მთავარ მესიჯს - დაგსჯით ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობთ და არ ეგუებით რუსულ, მოღალატეობრივ პოლიტიკას.
ქვემო ქართლში, გუშინ, თავს დაესხნენ ჩვენ საკრებულოს წევრს და დღეს იგივე, ქვემო ქართლში ცეცხლი გაუხსნეს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს.
ქმნიან ნიუსებს, ამბავს ადამიანების სიცოცხლის ფასად და აფრთხილებენ დანარჩენ საქართველოს.
რუსული ოცნება უნდა დავასრულოთ ყველამ ერთად და გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე. მზად ვართ ვიყოთ ამ ბრძოლის წინა ხაზზე და ვიღებთ, მივიღებთ პირველ დარტყმებს.
ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ, ვერც გააჩუმებთ და ვერც დაიმონებთ. ბრძოლა უნდა იყოს და იქნება უკომპრომისო და ამ ბრძოლაში, ყველანაირი "მაგრამ", “თუ" და ასეთები არის რუსი ივანიშვილისთვის შესაძლებლობა.
მოვიკრიბოთ ყველამ ძალები და ვიბრძოლოთ. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის"- წერს ხაბეიშვილი.
შეიარაღებული თავდასხმა დმანისის ყოფილ მერზე - გიორგი ტატუაშვილის პრესსამსახურში ამბობენ, რომ პოლიტიკოსს 5-ჯერ ესროლეს.
გიორგი ტატუაშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დაესხნენ.