ეუთო-ს გენერალური მდივანი თბილისშია

14.06.21 10:04
ეუთო-ს გენერალური მდივანი თბილისშია

ეუთო-ს გენერალური მდივანი უკვე თბილისშია. ამის შესახებ ჰელგა მარია შმიდი საკუთარ Twitter-ზე წერს.

ახლახან ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველი შეხვედრას ოფიციალურ პირებთან, პარლამენტარებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.  მინდა, საკუთარი თვალით ვნახო კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მდგომარეობა. 
ეუთო აგრძელებს შესაბამისი ძალისხმევის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში,
- წერს ეუთოს გენერალური მდივანი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს გენერალური მდივანი ქვეყნის პირველ პირებს შეხვდება. იგეგმება პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან.

უწყების ცნობით, ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ციცაგიანთკარსა და ერგნეთს. იგი მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში. 

 

მსგავსი სიახლეები