მელია აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს! - ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა

11.03.21 22:04
მელია აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს! - ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ გაათავისუფლოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია. ამის შესახებ ფოტიგამ Twitter-ზე დაწერა.

საქართველოში ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ შემცირდეს პოლარიზაცია და ამის დეესკალაცია მოხდეს. პარტიის შტურმი "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისზე მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, ძალის გამოყენებით, 23 თებერვალს დააკავეს. სპეცრაზმი სახანძრო კიბით პარტიის ოფისში შევიდა და პოლიტიკოსი ძალით გაიყვანა. ოფისზე შტურმის დროს, სპეცრაზმმა ე.წ "წიწაკის სპრეი" გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები და ოპოზიციის წარმომადგენლები დაშავდნენ 

მსგავსი სიახლეები