პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია - ღარიბაშვილი ტვ პირველის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერზე

12.03.21 12:14
პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია - ღარიბაშვილი ტვ პირველის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვ პირველის ეთერში გასულ ჩანაწერებს მიხეილ სააკაშვილის დაგგემილ პროვოკაციას უწოდებს. ღარიბაშვილი მისი მონაწილეობით გასულ აუდიოჩანაწერს მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობად აფასებს.

   მანამდე არ მქონდა შესაძლებლობა რომ გამეკეთებინა კომენტარი, კარგად გვესმის რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, კარგად გვესმის საიდან და ვისგან მოდიოდა ეს პროვოკაცია, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, მითუმეტეს როცა გამოიკვეთა კონკრეტული კონტურები პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია.ეს არის ყოვლად მიუღებელი და დასაგმობი. იმედი მაქვს რომ ჯანსაღი ნაწილი გაემინჯება ამ პროვოკაციას - თქვა ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ჩანაწერები 11 წლისწინ არის ჩაწერილი.

მსგავსი სიახლეები