ვერ გაგვაჩუმებთ! არ გავჩუმდებდით! - ტვ პირველი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

12.03.21 12:27
ვერ გაგვაჩუმებთ! არ გავჩუმდებდით! - ტვ პირველი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

„ვერ გაგვაჩუმებთ! არ გავჩუმდებით!  - ხელისუფლების იერიშის შემდეგ „ტვ პირველი“ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. არხის უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინებას, რომელიც ტელეკომპანიიდან მასალის ძალის გამოყენებით ამოღებას ეხება,  დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ განჩინება არაკონსტიტუციურია და კანონთან წინააღდეგობაშია. უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო მოსამართლე კლდიაშვილის განჩინებას მოკლე დროში გააუქმებს.

მშვენიერაძის თქმით, ამ განჩინებით მოსამართლემ პროკურატურას მწვანე შუქი აუნთო, რათა უწყების წარმომადგენლებმა  30 დღის განმავლობაში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს ტელეკომანიაში შემოსვლა და სასურველი ინფორმაციის წაღება შეძლონ. იურისტის განმარტებით, აღნიშნული ფორმა არღვევს სიტყვის თავისუფლებასა და საქართველოს კანონდმებლობას.

გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის მიღებულ განჩინებას, რომელიც ცალსახად არის კანონსაწინააღმდეგო. კონსტიტუციურად გვაქვს იმის უფლება, ის გავასაჩივროთ მანამ, სანამ მისი აღსრულება მოხდება, იმიტომ, რომ ტელევიზია ვერ იქნება ერთი თვის მანძილზე იმის მოლოდინშ, როდის შემოიღება მისი კარი და როდის შემოვა გამომძიებელი გარკვეული პროცედურის ჩასატრებლად. მე არ ვიცი რას იზამს თბილისის სააპელაციო სასამართლო, თუმცა როგორც იურისტს მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება საქმე ცნოს დასაშვებად, - ამბობს მშვენიერაძე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.