ასეთ შეცდომებს არათუ მოსამართლე, ტექნიკური მუშაკიც კი არ უშვებს- გია გვილავა

12.03.21 12:33
ასეთ შეცდომებს არათუ მოსამართლე, ტექნიკური მუშაკიც კი არ უშვებს- გია გვილავა

,,ტვ პირველის" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორი არაკანონიერს უწოდებს. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" იურისტი გია გვილავა მიიჩნევს, რომ სასამართლო პროკურატურის დაკვეთას ასრულებს.

უცნაური არგუმენტი იყო, ტექნიკურ მუშაკს რომ არ ეშლება, ისეთი.  მრჩება აზრი, რომ სასამართლო პროკურატურის დაკვეთას მიჰყვება და უსრულებს. სასამართლოს განჩინება იმდენად ზოგადია,  გარდა ტექნიკური პრობლემისა, არის ძალიან დაუსაბუთებელი და იმის გარდა, რომ უკანონოა და ძალიან ზოგადია,  ბუნებაში არ არსებობს, რომც რეალური იყოს, ასეთი განჩინების საფუძველზე ვერაფერს ამოიღებ. - განაცხადა გია გვილავამ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა  9 მარტს  გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც პროკურატურას ტვ პირველში შესვლისა და საგამოძიებო მასალების ამოღების უფლება მიანიჭა.