თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - ოპოზიცია ტვ პირველის წინააღმდეგ სასამართლო განჩინებას ეხმაურება

12.03.21 13:06
თავდასხმა თავისუფალ მედიაზე - ოპოზიცია ტვ პირველის წინააღმდეგ სასამართლო განჩინებას ეხმაურება

"ტვ პირველის" წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა კლდიაშვილის განჩინებას, ოპოზიციაში ეხმაურებიან. საქმე ეხება განჩინებას, რომლის საფუძველზეც პროკურატურას უფლება მიეცა 30 დღის განმავლობაში შევიდეს ტელეკომპანიაში და იძულების წესით სასურველი ინფორმაცია წაიღონ.

ოპოზიციაში თვლიან, რომ თუკი ხელისუფლება გაბედავს და ტელეკომპანიაში ძალის გამოყენებით შევა, ამ ფაქტს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უმწვავესი რეაგირება მოყვება.

თუ პროკურატურა არ აპირებდა და არ აპირებს ტვ პირველში შემოჭრას, რატომ ჩაიწერა სასამართლო განჩინებაში, რომელიც ყველამ ძალიან კარაგდ ვიცით, მონური მორჩილებით ასრულებს რეჟიმის დავალებებს, პროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით ამოღების პროცედურის დროს. ამაზე უმწვავეს რეაგირება მოხდება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომელთა მოლოდინი ახლა იყო კრიზისიდან გამოსვლა და არა მისი გაღრმავება, მათ შორის, ახლა თავისუფალ მედიაზე ამგვარი თავდასხმა, - ამბობს „ნაციონალრუი მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა.

ამავე აზრს იზიარებს „ დემოკრატიული მოძღაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე.

არ გაბედოს არავინ ტელემედიაზე და საერთოდ მედიაზე და ჟურნალისტებზე, ან  ხელის აღმართვა, ან რაიმე მცდელობა დაშინების, იმიტომ, რომ ამას უმწვავესი რეაქცია მოყვება და სხვატა შორის, არა მარტო ქვეყნის შიგნით. ეს იქნება მწვავე რეაქციის საგანი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, - ამბობს  ბურჯანაძე.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის ამ გადაწყვეტილებას ძალადობრივს უწოდებს და ამბობს, რომ ტვ პირველს არა მხოლოდ უფლება აქვს არ გადასცეს პროკურატურას ინფორმაციის მატარებლები, არამედ ვალდებულიცაა დაიცვას კონფინდენციალურობა.

ეს არის პიდაპირი ძალადობრივი ფაქტი, კიდევ ერთი ნიშანი, თუ რა გზას ადგას „ქართული ოცნება“ . ის, რა განცხადებებიც მათ მეხოტბეებს ჰქონდათ, ამის მექანიზმი გამოხატა სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში. ტვ პირველს არა მხოლოდ უფლება აქვს, რომ არ მისცეს, არამედ ვალდებულია არ გადასცეს ის მატარებლები, რითაც მიიღო ეს ინფორმაცია, რადგან ეს არის მისი და ზოგადად, ჟურნალისტიკის ვალდებულება დაიცვას კონფედენციალურობა,  -ამბობს გიორგი ვაშაძე.