საჩივარი სააპელაციო სასამართლოში - ტვ პირველი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

12.03.21 13:05
საჩივარი სააპელაციო სასამართლოში - ტვ პირველი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

ტვ პირველი სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინებას ტელეკომპანიის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ასაჩივრებს. ხელისუფლება ამტკიცებს რომ ტელევიზიაში შესვლას არ აპირებენ, თუმცა განჩინების მიხედვით, 9 აპრილამდე პროკურატურას ნებისმიერ წუთს შეუძლია ტელევიზიაში შევიდეს. 

განჩინება  არის უკანონო, სანამ ეს განჩინება ძალაშია, სანამ ის არ გაუქმდება საფრთხე არსებობს ყოველდღიურად, ეს განჩინება არღვევს ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებას, შესაბამისად სანამ ეს დოკუმენტი არ გაუქმდება საფრთხე მოხსნილი ვერ იქნება - ამბობს ტელეკომპანიის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე. 

ღარიბაშვილის თქმით, ტვ პირველში შეჭრას არავინ აპირებს. ღარიბაშვილმა 6-დღიანი დუმილი დაარღვია და დენიელსონთან შეხვედრის შემდეგ განცხადება ტვ პირველის ეთერში გასულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებითაც გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, საუბარი 11 წლის წინ მართლაც შედგა, თუმცა პრემიერი ამტკიცებს, რომ ის რაც მაყურებელმა მოისმინა ფაბრიკაციაა.