უახლოვდება თუ არა სანქციები ივანიშვილს - ბრიტანელი ანალიტიკოსის ინტერვიუ "პირველებთან"

21.11.23 17:11
უახლოვდება თუ არა სანქციები ივანიშვილს - ბრიტანელი ანალიტიკოსის ინტერვიუ "პირველებთან"

უახლოვდება თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს - ფინანსური დანაშაულის და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორი "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ში სანქცირებული პირების კონტაქტებს სწავლობენ.

კიტინგის შეფასებით, თუ დადასტურდება, რომ ივანიშვილი სანქცირებულ პირებთან კავშირშია და მათ მხარსაც უჭერს, მაშინ არ არის გამორიცხული დასავლეთმა მისი დასანქცირების გადაწყვეტილებაც მიიღოს.

მე არ მაქვს გამოძიებული ივანიშვილის ევტუშენკოვთან კონტაქტის საკითხი, თუმცა თუ დავაკვირდებით, ამერიკის შეერთებული შტატებში უფრო და უფრო ახდენენ ინდივიდუალური პირების იდენტიფიცირებას და აკვირდებიან, ვინ არის დასანქცირებულებთან ასოცირებული პირები, ვისთან აქვთ კონტაქტები, ვინ არიან ბიზნესპარტნიორები, ვინ უჭერენ მხარს. 

მაგალითად, თუ შევხედავთ უზმანოვის დასანქცირების ქეისს, ის დასანქცირდა, შემდგომ კი დაიწყო მისი გარემოცვის დასანქცირება, ამიტომ როცა შეერთებული შტატები ვინმეს დაასანქცირებს, შემდგომ უყურებს მის კონტაქტებს.  

ამიტომ თუ კონტაქტები რეალურია, მაშინ ეს პირები უნდა ელოდნენ დასანქცირებას სამომავლოდ. სანქციები არის რუსული არმიის დახმარების შეზღუდვა, სწორედ ამას გულისხმობს შეზღუდვებიც," - ამბობს ტომ კიტინგი.

მსგავსი სიახლეები