ჩვენ კვლავ გვექნება შესაძლებლობა, ტვ პირველის საკითხზე შევხვდეთ - კრისტიან დენიელსონი

12.03.21 13:31
ჩვენ კვლავ გვექნება შესაძლებლობა,  ტვ პირველის საკითხზე შევხვდეთ - კრისტიან დენიელსონი

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა, კრისტიან დენიელსონმა, ბრიფინგზე მედიისა და კერძოდ ტვ პირველის შესახებ კომენტარი გააკეთა. დიპლომატი აღნიშნავს, რომ  ევროპა ყურადღებით აკვირდება პარტნიორ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების ხარისხს.

ევროკავშირისთვის უნმნიშვნელოვანია გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში მედიის თავისუფლების ხარისხს. საქართველოში სამ დღეს ვრჩები, მაქვს შეხვედრები პოლიტიკოსებთან, არასამთავრობოებთან, კომენტარს მედიის შესახებ მხოლოდ საკითხის შესწავლის შემდეგ გავაკეთებ, გპირდებით, ტვ პირველის საკითხზე ჩვენ კვლავ შევხვდებით - განაცხადა დენიელსონმა.

კრეისტიან დენიელსონს სპეციალურ ბრიფინგზე კითხვა ტვ პირველში განვითარებილი მოვლენების ირგვლივ დაუსვეს.