აჟიოტაჟი, რაც ატეხეთ, არის ანგაჟირებული და სასაცილო - ვოლსკი ტვ პირველის შესახებ

12.03.21 13:40
აჟიოტაჟი, რაც ატეხეთ, არის ანგაჟირებული და სასაცილო - ვოლსკი ტვ პირველის შესახებ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ტვ პირველში შეჭრას არავინ აპირებს და აჟიოტაჟი თავად ტელეკომპანიამ უსაფუძვლოდ ატეხა. 

როცა საქმე ეხება მასალების მოპოვებას, სასამართლო არ ითვალისწინებს იქ კონკრეტულ დაწესებულებას, ან პოლიტიკურ  მიზანშეწონილობას, თუ თანამშრომლობს ტელევიზია, ეს  შეჭრა და ეს აჟიოტაჟი, რაც ატეხეთ, არის ანგაჟირებული და ოდნავ სასაცილო, მედიათავისუფლებას არაფერი არ ემუქრება და ყველა განცხადება, მითუმეტეს შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ტრაური სახით გამოსული ჟურნალისტების, არანაირად არ შეესაბამება რეალობას. - ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქალაქო  სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, ტვ პირველში შევიდნენ და ამოიღონ მასალები. საქმე ეხება 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასულ ჩანაწერებს, სადაც ღარიბაშვილი, ბერა და ანზორ ჩუბინიძე კონკრეტული ადამიანების ანგარიშწორების გეგმებსა და შედეგებზე საუბრობენ.