მედია თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, გამოძიება სწრაფად დასრულდეს - კახა კალაძე

12.03.21 13:46
მედია თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, გამოძიება სწრაფად დასრულდეს - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის, განცხადებით, ,,ტვ პირველი" თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამოძიება სწრაფად და დროულად დასრულდეს.

პირველი, რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორუფლებიანი. პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებულნი, რომ გამოძიება რაც შეიძლება, სწრაფად და დროულად დასრულდეს კონკრეტულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. ამ თემაზე ბევრი განცხადება იყო გაკეთებული. ბევრი კონკრეტული საკითხი იყო გაზვიადებული. ასე რომ, არავინ არსად შევარდნას არ აპირებს, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის განცხადება, რითაც საგამოძიებო ორგანოს ტვ პირველში შესვლისა და მასალების ამოღების უფლება მისცა. ტვ პირველის ადვოკატმა აღნიშნული განჩინება დღეს გაასაჩივრა.