აქამდე არ მქონდა საშუალება, კომენტარი გამეკეთებინა, ახლა ვაკეთებ, რომ კითხვები არ დარჩეს - ირაკლი ღარიბაშვილი

12.03.21 14:24
აქამდე არ მქონდა საშუალება, კომენტარი გამეკეთებინა, ახლა ვაკეთებ, რომ კითხვები არ დარჩეს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დაზარალებული თავადაა, რადგან მას, როგორც კერძო პირს, ისე უსმენდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერი იმ იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ის კერძო პირი იყო და არც ბიძინა ივანიშვილი იყო პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. 

 რატომ გვისმენდნენ, რატომ გაასაჯაროვეს? დანაშაული არ მომხდარა, ვინაიდან არ არსებობს დაზარალებული. ჩვენ ვნახეთ ის პიროვნება, რომელმაც თქვა, რა ვითარებაში მოხდა გასაუბრება ანზორ ჩუბინიძესთან.  უბრალოდ გასაუბრება მოხდა მეზობლებისა და ოჯახის წევრების თვალწინ. მაშინ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ ბერა ივანიშვილს, იყო მუქარა და უამრავი შეურაცხყოფა. ანზორ ჩუბინიძის პირდაპირი მოვალეობა იყო ამის გარკვევა, მათ შორის, პოლიციის მონაწილეობით. იმ დროს დაცვის პოლიცია ემსახურებოდა ბატონ ივანიშვილს...არავითარი დანაშაული არ მომხდარა, ეს არის ჩვეულებრივი სიყალბე - განაცხადა ღარიბაშვილმა.

6 მარტს ტვ პირველის ეთერში გავიდა აუდიოფაილები, სადაც ასახულია ბერა ივანიშვილის,  ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრები.