2010 წელს ფონდ "ქართუსთან" ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო - გიგი უგულავა

12.03.21 14:14
2010 წელს ფონდ "ქართუსთან" ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო - გიგი უგულავა

გიგი უგულავას თქმით, ღარიბაშვილის განცხადება, რომ მას 2010 წელს მინისტრებთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა, სიცრუეა. ამის შესახებ უგულავა Facebook გვერდზე წერს. უგულავა ასევე ამბობს, რომ ის ღარიბაშვილს 2012 წლამდე არ შეხვედრია. 

ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს ფონდ "ქართუსთან" ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო. ივანიშვილისგან მხოლოდ გიგა ჩრდილელი, ,,ქართუს" მაშინდელი პრეზიდენტი, იყო კავშირზე მხოლოდ ჩემთან. მეტი არავის ხელისუფლების მხრიდან ,,ქართუდან" არავისთან  შეხება აღარ ჰქონია. როგორც მერი, მე მას არასდროს შევხვედრივარ, ვიდრე 2012 დეკემბრამდე, როცა ის შსს მინისტრი გახდა. ასე რომ, სრული ტყუილია. უსინდისო და მოკლეფეხება ტყუილი - წერს უგულავა. 
 

პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 2010 წელს, როდესაც ის ფონდ  ,,ქართუს" პრეზიდენტი იყო, მინისტრებთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა, ასევე შეხვედრია დედაქალაქის მერს( დედაქალაქის მერი 2010 წელს გიგი უგულავა იყო). მან ტვ პირველის ეთერში გასული ჩანაწერის ის ფრაგმენტი განმარტა, სადაც ბერა ახსენებს, რომ ღარიბაშვილს მინისტრები ხშირად ურეკავენ.