თუ კალაძე დააყენებს მერობის კანდიდატად, უალტერნატივო იქნება - მიხეილ ყაველაშვილი

12.03.21 15:26
თუ კალაძე დააყენებს მერობის კანდიდატად, უალტერნატივო იქნება - მიხეილ ყაველაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი, ამბობს, რომ კახა კალაძე არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში უალტერნატივო მერობის კანდიდატი იქნება. ყაველაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კალაძე მმართველი გუნდიდან მიდის. 

კალაძემ თავად უნდა გადაწყვიტოს და ჩემი აზრით, თუ ის კვლავ დააყენებს კანდიდატად საკუთარ თავს მერობის კანდიდატად, ის იქნება უალტერნატივო - თქვა ყაველაშვილმა.

 კალაძის გუნდიდან წასვლას ასევე უარყოფს გია ვოლსკი. ვოლსკის თქმით, კალაძე ღირსეული მერია და მისი წასვლის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტების მოგონილია.