მონაწილეობას ვიღებ კონსულტაციებში - კახი კალაძე თვითმმართველობის არჩევნებზე

12.03.21 15:32
მონაწილეობას ვიღებ კონსულტაციებში - კახი კალაძე თვითმმართველობის არჩევნებზე

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის, განცხადებით თვითმმართველობის არჩვენებთან დაკავშირებით ის კონსულტაციებში მონაწილეობს. კალაძე მმართველი გუნდიდან შესაძლო წასვლას არ ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს,  იქნება თუ არა ის მერობის კანდიდატი. 

არჩევნებამდე დარჩენილია 7 თვე, ერთი არჩევნები გაიხსენეთ, სადაც 7 თვით ადრე იყო წარმოდგენილი კანდიდატურა. რა თქმა უნდა, ვიღებ კონსულტაციებში მონაწილეობას, რომ შევარჩიოთ, საკრებულოს წევრები და მერები ვინ იქნებიან. ერთი თვით ადრე ცხადი იქნება ყველაფერი, გაიგებთ ყველაფერს - განაცხადა კახი კალაძემ.