ჰესის მშენებლობა გრძელდება - ეკონომიკის სამინისტროს განცხადება ნამოხვანჰესზე

12.03.21 16:35
ჰესის მშენებლობა გრძელდება - ეკონომიკის სამინისტროს განცხადება ნამოხვანჰესზე

ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობა არ შეჩერებულა და საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა.   

განვმარტავთ, რომ ეს არის გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია - ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებამდე, რომლებიც გადაამოწმებენ ძირითად კვლევებს, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა და არა პროექტით დაგეგმილი სხვა სამუშაოები, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. 

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს ქუთაისში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს შეხვდნენ.  

მსგავსი სიახლეები