სკოლის მოსწავლეზე რომ ღლიცინებს ამხელა კაცი, პრემიერი, როგორ შეიძლება - გია ხუხაშვილი ღარიბაშვილზე

12.03.21 17:09
სკოლის მოსწავლეზე რომ ღლიცინებს ამხელა კაცი, პრემიერი, როგორ შეიძლება - გია ხუხაშვილი ღარიბაშვილზე

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არადამაჯერებელია. ხუხაშვილის აზრით, თუ ჩანაწერი ავთენტურია, მაშინ არსებობს დანაშაული, რომელიც უნდა გამოიძიონ.

არადამაჯერებელი იყი ღარიბაშვილის კომენტარი, ის არის საჯარო პირი და დღეს საუბრობს უდანაშაულობის პრეზუმციაზე, რითაც საჯარო პირი ვერ სარგებლობს. დღესაც მისი ტვირთია და დაინტერესებული უნდა იყოს გამოძიებით, კაი, ბერა ბავშვი იყო და მის ნათქვამზე რომ ღლიცინებს ამხელა კაცი, სკოლის მოსწავლეზე რომ ღლიცინებს, სკოლის მოსწავლე სკოლაში ვერ წავა, როგორ შეიძლება? ამბობს, დაზარალებული არ არსებობსო, გააქრეს?  ჩანაწერიდან ჩანს, რომ დაზარალებული არსებობს, იქ ყარს ყველაფერი. ფანტაზიებზე ლაპარაკობდნენ? თუ ჩანაწერი ავთენტურია, დაზარალებული არსებობს. გამოძიების საქმეა, დაზარალებული მოძებნოს, აქ საუბარია სავარაუდო დანაშაულზე. რომ ღლიცინებს ამხელა პრემიერი, ჩაისვრიდა ბავშვი და სკოლაში ვერ წავიდოდაო, არ არსებობს? - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერი, რომელიც ტვ პირველის ეთერში გავიდა, ფალსიფიცირებულია.