ვუთხარით, რომ ვადამდელი არჩევნები ერთჯერადი გამოსავალია - ვახუშტი მენაბდე დანიელსონთან შეხვედრაზე

12.03.21 17:09
ვუთხარით, რომ ვადამდელი არჩევნები ერთჯერადი გამოსავალია - ვახუშტი მენაბდე დანიელსონთან შეხვედრაზე

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა, ვახუშტი მენაბდემ, თქვა, რომ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა. 

ჩვენ ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობაზე არ გვისაუბრია. ერთადერთი ,,საიას" სახელით რაც ვთქვი, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი. ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ საფეხურზე, სადაც შესაძლებლობა იქნება, პასუხისმგებლობა გაინაწილონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისე, რომ ქვეყანა არ გადაჩეხონ, -  თქვა მენაბდემ.

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.