ლოგიკურია, რომ პარტიის თავმჯდომარე წარმართავს ამ დიალოგს - ირაკლი კობახიძე

12.03.21 17:24
ლოგიკურია, რომ პარტიის თავმჯდომარე წარმართავს ამ დიალოგს  - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში როგორც პარტიის თავმჯდომარე ისე ჩაერთო და როლები ლოგიკურად გადანაწილდა. 

რადგან ეს არის დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვარ წარმოდგენილი. ასე არის გადანაწილებული. წინა შეხვედრა ეს არ იყო დიალოგის ნაწილი, ეს იყო მოსამზადებელ შეხვედრა დიალოგის დასაწყებად. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება შედგა შარლ მიშელსა და ღარიბაშვილს შორის, ლოგიკური იყო, რომ იმ დღეს სწორედ პრემიერი ესწრებოდა შეხვედრას.  ეს არის სუფთა პარტიული საკითხი და ლოგიკურია, რომ პარტიის თავმჯდომარე წარმართავს ამ დიალოგს - ამბობს კობახიძე.

 დღეს გახდა ცნობილი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მაგივრად ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის დიალოგის პროცესში ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან. 

მსგავსი სიახლეები