სანამ დიალოგი არ დასრულდება, კომენტარი არ გაკეთდება - ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტართან შეხვედრაზე

12.03.21 17:26
 სანამ დიალოგი არ დასრულდება, კომენტარი არ გაკეთდება - ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტართან შეხვედრაზე

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, დანიელსონთან, შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა.

დიალოგის შესახებ კომენტარები არ გაკეთდება, გვაქვს მოლაპარაკება პარტნიორებთან, რომ სანამ არ დასრულდება დიალოგი, კომენტარი არ გაკეთდება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიალოგი წარმატებით შედგეს, რაც შეესაბამება სახელმწიფოს ინტერესებს. იქ საუბარი იყო წითელ ხაზებზე თუ ლურჯ ხაზებზე, ესეც დიალოგის დეტალებია. ასე რომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი  ეწვია. ის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად სამ დღის განმავლობაში ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გამართავს .