ეს ჩანაწერები 2011 წელს რომ გვქონოდა, ვინმე არ დაინტერესდებოდა? - მიხეილ სააკაშვილი

12.03.21 17:56
ეს ჩანაწერები 2011 წელს რომ გვქონოდა, ვინმე არ დაინტერესდებოდა? - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არასწორია ,,ქართული ოცნების" ინფორმაცია, რომ ტვ პირველში გასული ჩანაწერები 2011 წლამდეა გაკეთებული. სააკაშვილი აღნიშნავს, ასეთი კომპრომატის მფლობელი რომ ყოფილიყო, როგორც მინიმუმ, ოლიგარქის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას ხელს შეუშლიდა.

 2011 წელს ხელისუფლებას ეს ჩანაწერი რომ ჰქონოდა, როცა ოლიგარქი, ,,გაზპრომის" აქციონერი პოლიტიკაში მოსვლას ცდილობს, წერილს წერილზე წერს და არავინ დაინტერესდა ხელისუფლებიდან, ვინ ვის აკაჩავებდა? თუ მაშინ ეს არსებობდა და შესაბამისმა ორგანოებმა არაფერი გააკეთეს, ეს ნიშნავს, რომ მაშინ სისტემა ჩამოშლილი იყო და ეს რომ ასე არ იყო, მე მგონი, ცხადია – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან”.

ექსპრეზიდენტმა კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზეც გააკეთა. ღარიბაშვილმა დღეს აღნიშნა, რომ ჩანაწერები იმ დროსაა გაკეთებული, როცა ის ფონდ ,,ქართუს" ხელმძღვანელობდა და ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ მინისტრებთან, სააკაშვილის დედასთან.  მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ ერთხელ შეხვდა გიული ალასანიას.

რაც შეეხება დედაჩემს, მე ვკითხე და ერთადერთი შემთხვევა გაიხსენა, როცა ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა, როცა ანსამბლებისთვის რამდენიმე გასტროლს ამზადებდა”, – თქვა საქართველოს ექს- პრეზიდენტმა.