მოლაპარაკების საკითხებს დაემატება მედიის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება - ხათუნა სამნიძე

12.03.21 18:17
მოლაპარაკების საკითხებს დაემატება მედიის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება - ხათუნა სამნიძე

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ხათუნა სამნიძე, ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პუნქტებს მედიის თავისუფლების და სიტყვის გამოხატვის საკითხი დაემატება. ამის შესახებ კომენტარი სამნიძემ დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. 

მხარეებს მოგვიწევს კომპრომისებზე წასვლა, რა შეიძლება იყოს ეს, ნაადრევია ამაზე საუბარი, დღევანდელი შეხვედრა იყო ინფორმაციების გაცვლა, ეს არ არის საერთო შეხვედრა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის. ეს არის მედიატორსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა, ამ საკითხებს დაემატება ასევე  მედიის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე.  პირველი საჭიროა ნდობის აღდგენა, სივრცის გაჩენა, რომ ვისაუბროთ ნებისმიერ პუნქტზე. ამას გადაწყვეტს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა - ამბობს ხათუნა სამნიძე. 

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი  ოპოზიციის წარმომადგენლებს ნაწილ-ნაწილ  ხვდება. ოპოზიციის მეორე ნაწილთან შეხვედრებს დანიელსონი ხვალ დილით გამართავს.