ეს არის ჰეითერობა და ჰეითერობა არის სირცხვილი - თალაკვაძე ტვ პირველის ჩანაწერებზე

12.03.21 18:30
ეს არის ჰეითერობა და ჰეითერობა არის სირცხვილი - თალაკვაძე ტვ პირველის ჩანაწერებზე

ეს არის ჰეითერობა - ასე შეაფასა პარლამენტის თავმდჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტვ პირველის, "ნოდარ მელაძის შაბათის"  ეთერში გასული სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც მთავარი ფიგურანტები ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვლი არიან. თალაკვაძეს ყურადღება არ გაუმახვილებია ჩანაწერის შინაარსზე და აღნიშნა, რომ მასალის გამოქვეყნება პოლიტიკური დიალოგის დაწყებას დაემთხვა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. 

აშკარაა, რომ ადგილი ჰქონდა დაგეგმილ შავ საინფორმაციო კამპანიას ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ბევრი კითხვა არის, რატომ დაემთხვა დიალოგის ამ მნიშვნელოვან მომენტს ამის გამოქვეყნება. პირდაპირ ჩანს, რომ ამის უკან დგანან ადამიანები, ვინც ჩვენს საზოგადოებაში ავრცელებენ ზიზღს, ხელს უწყობენ, რომ პოლიტიკაში იყოს მეტი ზიზღი და დაპირისპირება. ეს არის ჰეითერობა და ჰეითერობა თანამედროვე სამყაროში არის სირცხვილი.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ეთერში ჩანაწერები 6 მარტს გამოქვეყნდა. აუდიოჩანაწერების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს სადამსჯელო ოპერაციებს ატარებინებს. ბერას შავ სიაში ის ადამიანები ხვდებიან, ვინც მასზე სოციალურ ქსელებში უარყოფით კომენტარებს წერს.