"იმედი", GDS და "მაესტრო" მაუწყებლობიდან გაითიშა

12.03.21 21:32
"იმედი", GDS და "მაესტრო" მაუწყებლობიდან გაითიშა

ტელეკომპანია იმედის ჰოლდინგში შემავალი სამი ტელემაუწყებელი - იმედი, მაესტრო და GDS - დროებით გაითიშა, როგორ ჰოლდინგში აცხადებენ, მიზეზი უცნობია და საკითხზე ტექნიკური სამსახური მუშაობს.

სერვერები დაუდგენელი მიზეზით გამოვიდა მწყობრიდან. ტექნიკური სამსახური ცდილობს მაუწყებლობისა და სამუშაო პროცესის აღდგენას. არხი ეთერში დაბრუნდება პირველივე შესაძლებლობისთანავე. ბოდიშს ვუხდით ტელემაყურებლებს. შეფერხების გამომწვევი მიზეზები დგინდება,  - წერია განცხადებაში.