პოლიტსაბჭოზე განიხილება მართლმსაჯულების საკითხები, კობახიძემ დაადასტურა - ზურაბ ჯაფარიძე

13.03.21 13:24
პოლიტსაბჭოზე განიხილება მართლმსაჯულების საკითხები, კობახიძემ დაადასტურა - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, კობახიძის გუშინდელ განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება "ქართულმა ოცნებამ" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს საშიში ტენდენციაა, რადგან მართლმსაჯულება საქართველოში პოლიტიკურად იმართება. 

სიურპრიზი არ არის გახარია როდესაც გადადგა, მან საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ მისი გადადგომის მიზეზი იყო ის რომ პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, უკვე ჩანდა რომ პოლისაბჭოზე განიხილება მართლმსაჯულების საკითხები, კობახიძემ უბრალოდ დაადასტურა ეს სიახლე არაფერი არ ყოფილა, რაც ცხადია კატასტროფაა, ყველას გვესმის რომ საქართველოში მართლმსაჯულება იმართება პოლიტიკურად, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში ისაუბრა როგორ მიიღებოდა გუნდში გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. კობახიძემ თქვა, რომ 17 თებერვალს, 5 საათზე მმართველ პარტიაში შეთანხმებული იყვნენ ნიკა მელიას დაკავებაზე, ხოლო ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პოზიცია ამის შემდეგ შეიცვალა.