ხვალ გვეცოდინება "ოცნებას" უნდა მოლაპარაკება თუ მოლაპარაკებობანას თამაში - ვაშაძე

13.03.21 13:47
ხვალ გვეცოდინება "ოცნებას" უნდა მოლაპარაკება თუ მოლაპარაკებობანას თამაში - ვაშაძე

ხვალ, საღამოს გვეცოდინება "ოცნებას" უნდა მოლაპარაკება თუ მოლაპარაკებობანას თამაში - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ვაშაძემ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა თქვა, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მათთვის პრიორიტეტულია. 

ეს არის შუალედური შეხვედრა ჯერ, დღესაც ხვალაც გვექნება რამდენიმე შეხვედრა, ეს არის პოზიციების მოსინჯვა, არაფერი ახალი არ გვაქვს ჯერ  სათქმელი, ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია ექვსივე პუნქტთან დაკავშირებით, გამოვყავით რომ პრიორიტეტულია პოლიტიკური პატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების საკითხი. ხვალ საღამოს გვეცოდინება " ქართულ ოცნებას" უნდა მოლაპარაკებები თუ მოლაპარაკებობანას თამაში. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩისა" და "გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერებს დღეს, დილით შეხვდა გამართა. შეხვედრაზე  იმყოფებოდნენ "ლეობორისტული"პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და "მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი.