ორივე მხარეს მოგება უნდა არა არჩევნების გზით, არამედ მოლაპარაკებით - მეგრელიშვილი

13.03.21 14:37
ორივე მხარეს მოგება უნდა არა არჩევნების გზით, არამედ მოლაპარაკებით - მეგრელიშვილი

"გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ როგორც ოპოზიციას ისევე ხელისუფლებას მოგება მოლაპარაკებით სურს და არა არჩევნების გზით. ამის შესახებ მეგრელიშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ უცხოელი პარტნიორები ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევას არ აპირებენ და გამოსავალი მოლაპარაკების მაგიდაზეა. 

დასავლელები ხედავენ, რომ როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას მოგება უნდათ მოლაპარაკების მაგიდაზე და არა საარჩევნო ყუთთან. ჩვენი უცხოელი პარტნიორები უკვე საჯარო მეისჯებშიც გვეუბნებიან რომ ნუ გვრთავთ თქვენ შიდა საქმეებში. ჩვენი იმედი ნუ გექნებათ რომ მოვალთ თქვენ საშველად - ამბობს მეგრელიშვილი

მეგრელიშვილი პარლამენტში ოპოზიციის არშესვლას უარყოფითად აფასებს და ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ტაქტიკით ვერაფერი მოიგეს.

სარგებელი მიიღო საზოგადოებამ, რომელმაც დაინახა რა კატასტროფული სპექტრი ყავს ორივე მიმართულებით, დაინახა რომ ის პოლიტიკური თამაში, რომელიც წინა არჩევნებისთვის გვქონდა მოწყობილი არ იყო რეალობა ეს პარტიები დაიშალნენ, აორთქლდნენ, სხვა კონფიგურაციაა - თქმა მეგრელიშვილმა .