დაიწყოს გამოძიება კობახიძის აღიარებაზე - "ლელო" პროკურატურას მიმართავს

13.03.21 15:10
დაიწყოს გამოძიება კობახიძის აღიარებაზე - "ლელო" პროკურატურას მიმართავს

ოპოზიცია ირაკლი კობახიძის გუშინდელ  აღიარებაზე შოთაძის უწყებას მიმართავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის, ოცნების თავმჯომარის გუშინდელი განცხადება,  რომ მელიას დაჭერა პოლიტსაბჭოზე გადაწყვიტეს, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. "ლელოს" წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ ასეთი აღიარებები, რაც გუშინ კობახიძისგან მოვისმინეთ იშვიათია. 

ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას გამოძიების დაწყებამ ქვეყანაში არ არის სამართალი, არ არის სამართლიანობის განცდა და უკვე პირდაპირ გვეუბნებიან პარტიული თანამდებობის პირები, რომ ისინი არიან სამართალი, სასამართლო და ისინი მართავენ ყველაფერს. ესეთი აღიარებები იშვიათია, ამ აღიარებაზე უნდა დაიწყოს გამოძიება - თქვა ლევან სამუშიამ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "რუსთავი 2-ის" ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მელიას დაკავების თაობაზე გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე მიიღეს. 

მსგავსი სიახლეები