"ოცნების" აქტივისტი, გორში მუნიციპალური ტრანსპორტის ზედამხედველად დაინიშნა

13.03.21 15:21
"ოცნების" აქტივისტი, გორში მუნიციპალური ტრანსპორტის ზედამხედველად დაინიშნა

 პირი რომელიც ტვ პირველის ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში მკვლელებს უწოდებს გორის მერიაში დაასაქმეს. ქართულმა ოცნებამ ფარნა მახოხაშვილს შრომა დაუფასა და ახლა ის ერთდროულად ორ სამსახურში მუშაობს, კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს გარდა ხელფასს მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოდანაც იღებს. მახოხაშვილი ტვ პირველის გარდა, სიძულვილის ენით გამოირჩევა ოპოზიციისა და ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფარნა მახოხაშვილს ხელისუფლება აქციების დასარბევად იყენებს, რის გამოც მას შრომა დაუფასდა. 

ტვ პირველი ფარნა მახოხაშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარი არ გააკეთა.