დამეწყრილი გზა ხულოში, სხალთა-ხიხანის ხეობაში - "ლელოს" წევრი მძიმე ფოტოებს ავრცელებს

12.02.24 22:40
 დამეწყრილი გზა ხულოში, სხალთა-ხიხანის ხეობაში  - "ლელოს" წევრი მძიმე ფოტოებს ავრცელებს

ხულოში "ლელო საქართველოსთვის" საკრებულოს დეპუტატი, ბესიკ შაინიძე ადგილობრივ მერიას სხალთა-ხიხაძირის ხეობაში, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყერი ჩამოწვა, გეოლოგიური პროცესების შესწავლისკენ მოუწოდებს.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ამჯერადაც "არ წაიყრუებს ყურს" და შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა მოსახლეობამ შეძლოს მშვიდად, შიშის გარეშე ცხოვრება.

მოგესალმებით მეგობრებო.

მოგეხსენებათ გასულ კვირას სხალთა-ხიხანის ხეობაში აქტიურად განვითარდა მეწყრული პროცესები, რამაც გამოიწვია ფერდობების და გზების მასობრივი ჩამოშლა.

ამ დრომდე ველოდებოდი ხულოს მერიის განცხადებებს, რომ შესაბამისი სამსახურები შეისწავლიდნენ არა ერთ კონკრეტულ ლოკაციას, არამედ სრულად წარმართავდნენ გეოლოგიურ სამუშაოებს სხალთა-ხიხაძირის ხეობაში.

სამწუხაროდ, იგივე მერიის არცერთ სატელევიზიო თუ სოციულ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში არ გვხდება სოფელ წაბლანაში არსებული არაერთი მეწყრის შესახებ, (ვინაიდან მეწყერი ამავე სოფლის ერთ-ერთი უბნის, კურცხალის დასახლების მიმდებარედ განვითარდა).

იმედს ვიტოვებ, ხულოს მერიის მხრიდან ადგილი აქვს ტექნიკურ ხარვეზს და არ ხდება აღნიშნული პრობლემის უგულებელყოფა აქამდე ნაცადი "წაყრუების" გზით!

ბოლო ათწლეულში გახშირებული მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე ათეულობით სოფლის მაცხოვრებლები ითხოვენ საფუძვლიანად მოხდეს შესწავლა გეოლოგების მიერ სხალთა-ხიხაძირის ხეობის შესწავლა, რათა თავიდან აცილებულ იქნას სამომავლოდ საფრთხე, რომლის შიშის ქვეშ ცხოვრება ყოველდღიურ ჩვეულებად ჩამოყალიბდა მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებთათვის! 

სახელმწიფოს მიერ დაუდევრობისა  და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, რა სავალალო შედეგი შეიძლება შეიძლება მოჰყვეს წარსულში, 1989 წელს განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადყო!", - წერს ბესიკ შაინიძე.

მსგავსი სიახლეები