სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს - იოსელიანი

13.03.21 14:10
 სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს - იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციამ სასამართლოს რეფორმა არ უნდა დათმოს ვადამდელი არჩევნების გამო, ამის შესახებ იოსელიანმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

დოკუმენტში, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ეს ეხება სასამართლოს რეფორმირების საკითხს. პოლიტპატიმრების საკითხი, მე მგონია, რომ პოზიტიურად გადაწყდება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს - სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს, ეს ჩემი პერსონალური აზრია. ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა ვებრძოლოთ პრობლემის საფუძველს და არა პრობლემის შედეგს, - თქვა იოსელიანმა.

ოპოზიცია ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს დღეს დილით შეხვდა.