რუსთაველის გამზირზე ექიმების კარავი გაიშალა

13.03.21 17:05
 რუსთაველის გამზირზე ექიმების კარავი გაიშალა

კიდევ ერთი კარავი რუსთაველის გამზირზე. სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს ექიმები შეუერთდნენ. ქვეყნის მთავარ გამზირზე  მედიკოსებმა სამედიცინო კარავი გაშალეს.

სამედიცინო კარვის დანიშნულება, რუსთაველის გამზირზე  მყოფი აქტივისტების პირველადი სამედიცინო დახმარება იქნება.კარავი აღჭურვილი იქნება პირველადი სამედიცინო პრეპარატებით და 24 საათის განმავლობაში კარავში მინიმუმ ერთი ექიმი იქნება მორიგე .