ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მოლაპარაკება, სანამ არ მივალთ შედეგამდე - სალომე სამადაშვილი

15.03.21 11:36
ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მოლაპარაკება, სანამ არ მივალთ შედეგამდე - სალომე სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ თუ "ოცნება" კომპრომისზე წავა, შეთანხმება მიღწეული იქნება. სამადაშვილი მიანიშნებს, რომ ღარიბაშვილმა ბრიუსელში შესაძლოა, გარკვეული გზავნილები მიიღოს, რაც მოლაპარაკებებს შედეგიანად დაასრულებს. 

ოპოზიცია მონაწილეობს ამ რპოცესში ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად, დემოკრატიული პროცესის დასაბრუნებლად. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მოლაპარაკება, სანამ არ მივალთ შედეგამდე. ღარიბაშვილი მიიღებს გარკვეულ გზავნილებს ევროპული მხრიდან, ვნახოთ როგორ შეიცვლება ქართული ოცნების პოზიცია. კომპრომისის მიღწევა ორივე მხრიდან მოითხოვს შესაბამისი ნაბიჯების  გადადგმას - ამბობს სამადაშვილი.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში უკვე გაემგზავრა. ვიზიტის პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოში, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით. მორიგი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ მიღწეული არაა. 

მსგავსი სიახლეები