"ოცნება", ფაქტობრივად, მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს - ოპოზიცია

15.03.21 11:44
"ოცნება", ფაქტობრივად, მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს - ოპოზიცია

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან და ასევე აშშ-ს ელჩთან ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიიცის ლიდერებმა მოლაპარაკებების  დეტალებზე ვერც ამჯერად ისაუბრეს, თუმცა თქვეს, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ მოულოდნელად  უკან დაიხია და ფაქტობრივად, მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ მთავარ პრობლემად რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი რჩება.

მთავარი როგორც ჩანს პრობლემა არის რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების განსაკუთრებით არ გამოშვების საკითხი, შეიძლება ასე ვთქვათ, მაგრამ გუშინ მე დავინახე „ქართული ოცნების“ მხრიდან მოლაპარაკების ფაქტობრივად შეფერხების როგორც მინიმუმ, თუ არა ჩაშლის მცდელობა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ უძლებენ აი, ამ ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელშიც ახლა არიან  საქართველოში, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით,  ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა ჰქონდა, თუმცა ევროპელმა მედიატორმა მას ამის საშუალება არ მისცა.

 „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულებულიყო და ჩვენ მივესალმებით იმას, რომ მედიატორმა გადაწყვიტა, გაეგრძელებინა საკუთარი ყოფნა საქართველოში და არ აპირებს, ასე ვთქვათ, ხელცარიელი ბრიუსელში ჩასვლის შესაძლებლობა მისცეს პრემიერ-მინისტრს, - განაცხადა სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევი, დავით ბაქრაძე კრისტიან დენიელსონის მხრიდან საქართველოში ვიზიტის გახანგრძლივებას კიდევ ერთ შანსად აფასებს.

იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ პრაქტიკულად შეწყვიტა მოლაპარაკებები და დაგვიანონსა, რომ მოლაპარაკებები განხლდებოდა, მხოლოდ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მედიატორის და ევროკავშირის პოზიცია, რომლებმაც ნათლად აჩვენეს რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველოში შეთანხმების მიღწევა და კრიზისიდან გამოსვლა და მოგვცეს ყველას ერთად კიდევ ერთი შანსი, კიდევ ერთი დღე, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, - ამბობს დავით ბაქრაძე.

რიგგარეშე არჩევნების  და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხად მართლმსაჯულების რეფორმას მიიჩნევს პარტია „მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი.

მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა რადგან დევს მაგიდაზე, ამაზე უარის თქმა და ამის გადაყოლება თუნდაც ერთჯერადი ვადამელი არჩევნებისთვის, არ არის წორი და ეს ავნებს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი პოზიციაა, რომ რიგგარეშე არჩევნები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სასამართლოს რეფორმირება მაგალითად, პროკურატურის რეფორმირება მაგალითად, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

შეთანხმების მისაღწევად ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთი დღე რჩებათ, თუმცა არც ევროკავშირის წარმომადგენელმა და არც ოპოზიციამ იცის მივა თუ არა  დღეს მოლაპარაკებებზე „ქართული ოცნება“.