რა ჯანდაბას აკეთებს ევროკავშირის დროშა ამ ინტერვიუს ფონზე? - ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი

15.03.21 14:41
რა ჯანდაბას აკეთებს ევროკავშირის დროშა ამ ინტერვიუს ფონზე? - ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი

რა ჯანდაბას აკეთებს ევროკავშირის დროშა ამ ადგილას? - ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი ირაკლი კობახიძის ინტერვიუს გამოეხმაურა. საუბარია  ქართული ოცნების თავმჯდომარის  აღიარებაზე, სადაც ის ამბობს, რომ გიორგი გახარია 17 თებერვლის 17:00 საათამდე ეთანხმებოდა მელიას დაკავებას მაშინ, როცა მელიას დაკავებაზე სასამართლომ გადაწყვეტილება იმ დღეს უფრო გვიან მიიღო. 

ჩემი კითხვაა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის გროტესკულად დარღვევის შემდეგ, რომელიც აქ არის აღწერილი, რა ჯანდაბას აკეთებს ევროკავშირის დროშა ამ ინტერვიუს გადასაღებ ადგილას? - დაწერა ილვესმა ტვიტერზე. 

 

 

 სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს, დაახლოებით 22:30 წუთზე შეუფარდა.