ყველასთან მიმართებაში ვიკვლევ ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას - ვაშაძე კვლევებზე

15.03.21 13:09
 ყველასთან მიმართებაში ვიკვლევ ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას - ვაშაძე კვლევებზე

სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ მისი პარტია ამ ეტაპზე არ ემზადება არჩევნებისთვის და კვლევებს საზოგადოებრივი განწყობების გასარკვევად მუდმივად ატარებს. 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი განმარტავს, რატომ მოხვდა მის კვლევაში ოცნებიდან დემარშით წასული გიორგი გახარია. 

კვლევებს მუდმივად ვატარებთ, ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას ვიკვლევ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსთან მიმართებაში.  გახარიას საკითხს რაც შეეხება, ჩვეულებრივი თემა არის, სადაც გახარიას კი არა, თვითონაც თქვეს, ყველასთან მიმართებაში ვიკვლევ ჩემი ამომრჩევლის დამოკიდებულებას, - თქვა ვაშაძემ.

საუბარი ეხება კვლევას, რომელსაც "სტრატეგია აღმაშენებელი" ატარებს. კვლევის ერთ-ერთი შეკითხვაა რა აზრის იქნებიან მოქალაქეები  თუ გიორგი ვაშაძის "სტრატეგია აღმაშენებელი" თავის საქმიანობას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას დაუკავშირებს.