ვისაც სასამართლო რეფორმის სჯერა, სასარგებლო იდიოტია - გიგი უგულავა

15.03.21 14:10
 ვისაც სასამართლო რეფორმის სჯერა, სასარგებლო იდიოტია - გიგი უგულავა

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებში  პარტია ,,მოქალაქეების" მიერ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა. 

სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია. უბრალოდ, დედამიწის ზურგზე, ვერცერთ ეპოქაში, ვერ მოძებნით, რომ მართვის 9 წლის თავზე რომელიმე მთავრობა მას ახორციელებდეს. დაძველებული და გასაგდებად მომწიფებული მთავრობისგან ბლეფია მართმსაჯულების რეფორმაზე ლაპარაკი. ეგ რეფორმა შესაძლებელია, გააკეთოს მხოლოდ ახალმა მთავრობამ, ისიც მმართველობის პირველ წელს. მერე ვეღარ იზამს. ასე რომ, ის ოპოზიცია, ვისაც სჯერა ამის და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს და მზადაა, ამას დასჯერდეს, უბრალოდ სასარგებლო იდიოტია, მეტი არაფერი - წერს გიგი უგულავა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

პარტია ,,მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა, დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებში მართლმსაჯულების რეფორმა უფრო მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, ვიდრე რიგგარეშე არჩევნები.

მსგავსი სიახლეები