რუსული კანონის ამოცანაა, არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციები შეზღუდონ, ასე მოიქცა პუტინიც - სამადაშვილი

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართულ ოცნებასა" და კრემლს შორის ცხად პარალელს ხედავს - სალომე სამადაშვილი ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ხელახლა დაინიცირებულ რუსულ კანონს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების პროცესის საბოტაჟს უწოდებს.
სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ოლიგარქის გუნდს ინიციატივით საერთაშორისო ორგანიზაციების შეზღუდვა სურს, რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს სადამკვირვებლო მისია აქტიურად არ დააკვირდეს.
პაპუაშვილმა გუშინ პირდაპირ გამოაცხადა, რომ ამ კანონს იღებენ იმისთვის, რომ ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ევროპული დემოკრატიის ფონდის აქტივობა შეზღუდონ ქვეყანაში. ეს გააკეთა ვლადიმერ პუტინმა, ლუკაშენკომ. ამიტომ ამ კანონის ამოცანა და არსი ის კი არ არის, რომ გამჭვირვალეობა განმტკიცდეს, არამედ მათი ამოცანა არის, რომ შეზღუდონ არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქტივობა. ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა", - ამბობს სამადაშვილი.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნგუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.
"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.