"გამამართლებელი განაჩენი ტუჩებში უნდა ვურტყა" - აბაზოვი უგულავაზე

15.03.21 18:04
"გამამართლებელი განაჩენი ტუჩებში უნდა ვურტყა" - აბაზოვი უგულავაზე

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელიც მოქალაქისთვის შარდის წასმის იძულებისთვის იყო ბრალდებული, ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

"ტუჩებში უნდა ვურტყა" - ასე გამოეხმაურა აბაზოვი  გიგი უგულავას განცხადებას და ცილისწამება უწოდა, რომ მან მოქალაქეს შარდის წასმა აიძულა.  უგულავა  ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შემდგარ აუდიოჩანაწერებზე საუბრობდა, როდესაც აბაზოვის საქმე, როგორც "ქართული ოცნების" ხელწერა ისე გაიხსენა და სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მარნეულის ყოფილი მერიც. 

შეგახსენებთ, ვიდეომიმართვის ავტორი და მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2019 წლის 13 ივნისს დააკავეს. მას 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფისთვის. 

2020 წლის თებერვალში რუსთავის სასამართლომ აბაზოვი უდანაშაულოდ ცნო. აბაზოვი წარსულში ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო. 

მსგავსი სიახლეები