ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ

15.03.21 23:11
ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ორჯერ შეხვდა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, ორ შეხვედრას შორის მას აუციდენცია ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა.  

ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვინაიდან, საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა, განმარტებას გავაკეთებ. პირველი შეხვედრა ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში, ერთი ერთზე. ეს შეხვედრა გაიწელა და დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე პროტოკოლით იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ, შუალედში მქონდა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ამიტომ, მობოდიშებით შევწყვიტეთ ჩვენ ეს შეხვედრა, წავედი ბელგიის პრემიერთან მქონდა შეხვედრა და შემდეგ გავაგრძელეთ დაახლოებით საათი და საათნახევარი გვქონდა, როგორც გაფართოებულ, ისე ერთი-ერთზე ფორმატში, - თქვა ღარიბაშვილმა.

ქართული დელეგაცია ბრიუსელში დღეს გაემგზავრა, ვიზიტი  ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება. ხვალ ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომას დაესწრება.