საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, არიან კრიმინალები პოლიტიკაში - კობახიძე

15.03.21 23:48
საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, არიან კრიმინალები პოლიტიკაში - კობახიძე

 საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, არიან კრიმინალები პოლიტიკაში - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა. მან ხაზი გაუსვა ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ისეთ საკითხებზე როგორიცაა არჩევნების გაყალბება და პოლიტპატიმრების არსებობა ქვეყანაში.

ოპოზიცია ამბობს, რომ  საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, რომ პოლიტპატიმრები თითქოს არსებობენ,  თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ ვიცით რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, მხოლოდ საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ოპოზიცია განსხვავებულ რამეს ამტკიცებს, - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები