6500 ლარი ტუალეტის ქაღალდისთვის და 300 ლიტრი საპონი რომელიც ხელის კანს არ აუხეშებს - პრეზიდენტის ხარჯები

16.03.21 11:26
6500 ლარი ტუალეტის ქაღალდისთვის და 300 ლიტრი საპონი რომელიც ხელის კანს არ აუხეშებს - პრეზიდენტის ხარჯები

ნახევარი მილიონი მანქანების შესაკეთებლად, 6500 ტუალეტის ქაღალდისთვის და 300 ლიტრი საპონი რომელიც ხელის კანს არ აუხეშებს - ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად პრეზიდენტის ხარჯები არ შემცირებულა. შესყიდვების სააგენტოს გვერდიდან ირკვევა, რომ წელს 100 ათას ლარს სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა პოლიგრაფიული მასალის ბეჭდვაშიც დახარჯავს, მათ შორის იქნება სადილის ბარათები და ყდა ლენტით სადღეგრძელოს შიგთავსით.

ოპოზიციას პრეზიდენტის ხარჯები არ უკვირს. "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს ქვეყანაში შექმნილი უმწვავესი კრიზისი არ ადარდებს.

ქალბატონი ზურაბიშვილი ჯერ კდიევ პრეზიდენტობამდე ამბობდა, რომ ის არის ხალხთან მაგრამ ცოტა ზევით, ცოტა ზევით ნიშნავს, რომ როცა ქვეყანაში არის უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი და პანდემია, ის უარს არ ამბობს ასეულობით ლარის დახარჯვას, სრულიად არასაჭირო მომსახურებაზე და ნივთებზე - ამბობს  "ლელოს" წევრი საბა ბუაძე. 

ჯამში პრეზიდენტი მილიონამდე ლარს დახარჯავს სხვადასხვა მომსახურებაში, რამდენიმე კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.