მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა - ოპოზიცია კობახიძის განცხადებას აფასებს

16.03.21 11:32
მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა - ოპოზიცია კობახიძის განცხადებას აფასებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლებს კრიმინალები უწოდა, ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები კობახიძის ასეთ ტონს მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობად აფასებენ.

ზოგადად, მიუღებელია, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან სხედხართ, მეორე მხარე, ვინც არ უნდა იყოს, რომ კრიმინალებად მოგიხსენიებს და ეს , რა თქმა უნდა, მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობადაც კი შეიძლება განიხილოს, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავამ.

პარტია „ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ოპონენტების ამგვარი დახასიათება ირაკლი კობახიძის მხრიდან, მოლაპარაკებების პროცესისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.

მოლაპარაკების მეორე მხარეს მყოფი პოლიტიკურინ ჯგუფების ასეთი დახასიათება  და ამგვარად მოხსენიება, რა თქმა უნდა, არ უწყობს ხელს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირაკლი კობახიძე ამ ენით ესაუბრება ოპოზიციას, მაგრამ ჩვენ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანად მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებით და შეთანხმებით დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი, -ამბობს ბუაძე.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება დღეს უნდა შედგეს. ვადა, რომელიც მხარეებს შეთანხმების მისაღწევად ჰქონდათ, პრაქტიკულად ამოწურულია.  ევროკავშირი დაპირებული პოლიტიკური ძალების დაასახლოვებლად ორ ფრონტზე იბრძვის - ბრიუსელში შარლ მიშელი, თბილისში კი კრისტიან დენიელსონი.

ევროკავშირის ოფისში კრისტიან დანიელსონი და აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი უკვე მივიდნენ. სავარაუდოდ, დღის განმავლობაში უკვე ჩაინიშნება შეხვედრები ოპოზიციასა დამმართველი გუნდის ლიდერებს შორის.