მსგავსი განცხადებები არ უწყობს ხელს შეთანხმების მიღწევას - სამადაშვილი კობახიძეზე

16.03.21 13:21
 მსგავსი განცხადებები არ უწყობს ხელს შეთანხმების მიღწევას - სამადაშვილი კობახიძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი "ქართულ ოცნებას"  რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება სადამაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  გუშინდელ ნათქვამს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, არამედ ქვეყანაში არიან კრიმინალები. 

მაშინ როდესაც ამ მოლაპარაკების მთავარი ამოცანა არის პოლარიზების შემცირება, მათ შორის პოლიტიკური მართლმსაჯულების თემის თვალსაზრისით შეთანხმების მიღწევა, მსგავსი განცხადებები არ უწყობს ხელს შეთანხმების მიღწევას. ამ პროცესში ოპოზიცია იქცევა უკიდურესად მაღალი პასუხისმგებლობით, იმისთვის რომ დაიდოს შედეგი, რაც გამოადგება ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებდი, შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულებაც და რიტორიკაც, თუ ამ ქვეყნის ინტერესები მათთვის რაიმე მნიშვნელობას ატარებს - ამბობს სამადაშვილი.