ბატონ ირაკლის სიახლე არ უთქვამს - "ოცნება" კობახიძის განცხადებაზე

16.03.21 13:32
ბატონ  ირაკლის სიახლე არ უთქვამს - "ოცნება" კობახიძის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ წევრები ირაკლი კობახიძის განცადებაში, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლებს კრიმინალები უწოდა, განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ. მათი განმარტებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ახალი არაფერი უთქვამს და მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია მოახდინა.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიუხედავად ამ წარსულის მქონე პოლიტიკურინ ჯგუფებისა, ეს ფაქტია, ხომ? შეფასება და ანალიზი კი არ სჭირდება ამას, ამიტომ ბატონმა ირაკლიმ რაიმე სიახლე კი არ თქვა, იმის შესახებ კი არ დაიწყო საუბარი, რომ ამის შესახებ ვინმეს ინფორმაცია მიაწოდა, ეს ფაქტია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.

კობახიძის განცხადებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს მმართველი პარტიის წევრი, მიხეილ სარჯველაძე. სარჯველაძე ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს და მათ მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

ასეთი შეფასება მაგალითად, მეც გავაკეთე ამ წუთას, რომ დესტრუქციულია ოპოზიციის მხრიდან, რიგი ნაბიჯები არის აბსოლუტურად, მე ვფიქრობ, მიზანმიმართულად გადადგმული ოპოზიციონერთა მხრიდან იმ მიზნით, რომ რეალურად შედეგიანი არ იყოს ის მოლაპარაკება, რომელიც შეიძ₾ება არ იყოს ხელსაყრელი მერკანტილური მოტივებიდან გამომდინარე, ოპოზიციის რიგი წარმომადგენლებისთვის,  - აცხადებს სარჯველაძე.

ოპოზიციასთან დაკავშირებით განცხადებები სხდომათა დარბაზში, სესიაზეც გაკეთდა. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ  ევროპელი პარტნიორების მოწოდებები ოპონენტების მხრიდან ადეკვატურად უნდა იყოს აღქმული და ყველა მცდელობა, რომელიც მათი მხრიდან მოლაპარაკებების ჩაშლას ეხება, კრახით დასრულდება.